სროლის მანძილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:49, 12 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სროლის მანძილი - უმოკლესი მანძილი ჭურვის (ტყვიის, ნაღმის) გატყორცნის წერტილიდან ვარდნის (აფეთქების) წერტილამდე. სახმელეთო მიზნებზე სროლისას განარჩევენ:

  • სრულ ჰორიზონტალურს - მანძილი გამოსროლის წერტილიდან იარაღის ჰორიზონტის ტრაექტორიის გადაკვეთამდე;
  • დამიზნებულს - მანძილი გამოსროლის წერტილიდან დამიზნების ხაზის ტრაექტორიის გადაკვეთამდე;
  • დახრილს - მანძილი გამოსროლის წერტილიდან შეხვედრის წერტილამდე (მიზნამდე);
  • ჰორიზონტალურს - დახრილი მანძილის პროექცია იარაღის ჰორიზონტზე;
  • გეოდეზიურს (ტოპოგრაფიულს) - მანძილი ქვემეხიდან მიზნამდე, რომელიც განსაზღვრულია რუკაზე (ხელსაწყოებით) ან ანალიტიკური ხერხით;
  • გამოთვლილს - გეოდეზიური (ტოპოგრაფიული) სროლის მანძილი, რომელშიც შეტანილია სროლის პირობების შესწორებები;
  • მორტირულს - საცეცხლე მანძილი, რომელიც გათვლილია 450-ზე მეტი სროლის კუთხისთვის;
  • გამიზნულს - სროლის შედეგად განსაზღვრული;
  • რიკოშეტულს - საცეცხლე მანძილი, რომელიც გათვლილია 200-მდე და სხვა.

სროლის პროცესში სროლის მანძილის კორექტირება ხდება ვარდნის კუთხის ცვლილებით. საზენიტო არტილერიაში განასხვავებენ დახრილ და ჰორიზონტალურ სროლის მანძილს, რომელზეც ჭურვის (ტყვიის) დამაზიანებელი თვისებები საკმარისია მიზნის ეფექტური დაზიანებისთვის და უწოდებენ ეფექტურ სროლის მანძილს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები