სტაბილიზაციის ძალები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:32, 6 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სტაბილიზაციის ძალები - მრავალეროვნული სამშვიდობო ძალები, რომლებსაც დაევალათ ნატოს ხელმძღვანლობით სამშვიდობო ოპერაციების ანხორციელება ბოსნიაში, ე.წ. დეიტონის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად. კერძოდ,
- 1. უსაფრთხოების პირობების შექმნის ხელშეწყობა, რაც აუცილებელია მშვიდობის დამყარებისთვის; აუცილებლობის შემთხვევაში - საბრძოლო მოქმედებების განახლების ან ახალი საფრთხის ნეიტრალიზებისთვის.
- 2.სტაბილიზაციის ძალების მიერ მიღწეული წარმატების განმტკიცება და ისეთი ვითარების შექმნა, რომელიც აუცილებელია სამშვიდობო პროცესის განვითარებისთვის.
- 3. ისეთი ვითარების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანოების მიერ მშვიდობის შენარჩუნების ვალდებულებების აღებას, რასაც მანამდე იძულების სამხედრო ორგანოები ასრულებდნენ.
- 4. სამხედრო კონტინგენტის ფუნქციების როლის და მნიშვნელობის თანდათანობით შემცირების უზრუნველყოფა.