ტაბიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტაბიკი

ტაბიკი - უღელში ჩასარჭობი ხე, შვინდის ან კოწახურის, გამოთლილი მტკვალნახევარი სიგრძის, ცერის თითის სიმსხო. ტაბიკი იჯდა უღლის სატაბიკე ჭრილში // თვალში. უღელში ჩაყრილი ორი ტაბიკი ხარს დაედება კისერზე და შეიკვრება ტყავის თასმით//აპეურით, ხარმა უღელი კისრიდან რომ არ წაიძროს.

ტაბიკი საქორწილო რიტუალის დამახასიათებელ ატრიბუტსაც წარმოადგენდა როგორც ცოლ-ქმრის ტოლობისა და მეუღლეობის სიმბოლო. იგი უღელთან ერთად ბრინჯაოს ხანის მასალაშია დაფიქსირებული.

გ.გ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები