ტაკვეცი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:15, 26 სექტემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტაკვეცი − უროს მსგავსი შრომის იარაღი. ხმარობენ პარკოსან მცენარეთა მარცვლის გამოსაყვანად, მოსატუკად. ზღაპრებში ჯადოსნურ საგნად გვევლინება და გმირს ეხმარება „ამ ტაკვეცს უბრძანა გოქიმ, – გურტყი თავზე მაგასო“, „..ტაკვეცო, სანამ ჭკუაზე არ მუა, უთაქე და უთაქე თავშიო“, – არის ნათქვამი ზღაპარში.
ნ. ცქიტიშვილი