ტალთიბიოსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:32, 17 სექტემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტალთიბიოსი – (ბერძნ.) ტროას ომის მონაწილე, რომელიც უმაღლესი მთავარსარდლის, აგამემნონის მაცნე იყო და მის ბრძანებებს აღასრულებდა. სპარტელებს მის სახელზე საკურთხეველიც კი აუგიათ და თაყვანს სცემდნენ, ვითარცა მაცნეთა მფარველს, რომელთაც მის ჩამომავლებად აღიარებდნენ და რომლებიც ელჩების მოვალეობას ასრულებდნენ სახელმწიფოში.