ტაუემაცური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:16, 5 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტაუემაცური – ბრინჯის თესვის ზეიმი. იაპონური თეატრალური ხელოვნების სათავეები უკავშირდება მიწათმოქმედების ღვთაებისადმი მიძღვნილ უძველეს წეს-ჩვეულებას. „ვედრება ბარაქიან მოსავალზე“, „ბრინჯის თესვის ზეიმი“ და მრავალი სხვა, იმართებოდა წლის სხვადასხვა დროს შრომის პროცესის შესაბამისად. ეს საკულტო რიტუალები დაკავშირებული იყო უძველეს პოლითეისტურ ნაციონალურ რელიგიასთან, შინტოიზმთან.