ტაძიგურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:27, 15 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტაძიგურა – ვაზის წითელყურძნიანი საღვინე ჯიში იყო. მაღლარების სახით მხოლოდ ქობულეთის რაიონში – სოფელ ხუცუბნის, სამების, კვირიკესა და მუხაესტატეს მიდამოებში იყო გავრცელებული. გადმოცემით, აღნიშნული ჯიში ქობულეთის რაიონში ვინმე ტაგიძის მიერ ყოფილა შემოტანილი, რომელსაც იგი სოფელ ხუცუბანში მაღლარების სახით გაუშენებია. ვინაიდან ჯიშის ნამდვილი სახელწოდება დაკარგულა, მოსახლეობას მისთვის შემომტანის გვარი – ტაგიძე დაურქმევია. აქედან ყურძნის სახელწოდება ტაგიძურა წარმომდგარა. ტაგიძურა ისეთი სამეურნეო დანიშნულებით საღვინე ჯიშია, რომლის პროდუქცია ორდინარული ტიპის ღვინოების დასამზადებლად წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული. 1934-1936 წლებში ქალაქ ბათუმში დამზადებულმა ტაგიძურას ღვინომ დადებითი შეფასება მიიღო.



ლიტერატურა

რამიშვილი, 1948.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები