ტეტრაპილონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:24, 29 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რომი, იანუსის თაღი

ტეტრაპილონი – (ბერძ. τετράπυλον, → τετρας — ოთხი და πυλος — კარი, შესასვლელი), ტრიუმფალური თაღი ურთიერთპერპენდიკულარული ორი გასასვლელით. ის რომის ანტიკური არქიტექტურის აყვავების ხანის ტიპური ნაგებობაა. უმეტესად გეგმით კვადრატული, თითოეულ მხარეზე შესასვლელით. ოთხივე კუთხეში დგას კოლონა ან სხვა მზიდი კონსტრუქცია. ტეტრაპილონის გასავალი გზები ქმნის ჯვარს. მოპირდაპირე კედლის თაღები მკაცრად სიმეტრიულადაა განლაგებული. ასეთ თაღებს აგებდნენ მნიშვნელოვან გზაჯვარედინებზე ან უბრალოდ, სილამაზისათვის. მათ სიმბოლური ან ეზოთერმული დანიშნულებაც ჰქონდა (იანუსის კულტის, ოთხი ევანგელისტის სიმბოლო, კარის, შესასვლელის და გამოსასვლელის ღმერთი და სხვ.).





წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები