ტიკის ხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:42, 29 აპრილი 2022-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ტიკის ხე – მაგარმერქნიანი ფოთლოვანი ჯიშის ხე (სურ. 1; სუყრ. 2). იზრდება ინდოჩინეთში, სუმატრასა და იავაზე. სიმაღლეში აღწევს 40 მ-ს. ზრდასრული ტიკის ხე დიამეტრია 1,2-1,8 მ. აქვს მკვრივი, მაგარი, მტკიცე, ოქროსფერ-მოყავისფრო შეფერილობის მერქანი, მსხვილი სასიამოვნო ტექსტურა, შეიცავს ეთეროვან ფისებს, გამოირჩევა მაღალი მედეგობით ბიომავნებლებისა და ნესტისადმი. გამოიყენება მშენებლობაში [მოსაპირკეთებელი ფიცრები (სურ. 3), პარკეტი, კარისა და ფანჯრის კონსტრუქციები], საბაღე ავეჯის წარმოებაში, გემთმშენებლობაში (გემბანებისათვის), მსუბუქი ავტომანქანების სალონების გასაწყობად და სხვა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები