ტირძნისის კვირაცხოვლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:46, 29 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტირძნისის კვირაცხოვლის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტირძნისის განაპირას, სამხრეთ-დასავლეთით. აშენებულია 1886 წელს.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (7,3X5,3 მ), ნაგებია რიყის ქვით, კუთხეები, სარკმლის საპირეები და ლავგარდანი აგურისაა. ეკლესიის კედლები შიგნიდან და გარედან შელესილია. შენობას დაზიანებული აქვს ორსაფეხურიანი ლავგარდანი და სახურავი. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კუთხეშია. მის თავზე ოთხკუთხა სარკმელია. თითო სარკმელია არაღრმა რკალური აფსიდის ღერძზე, დასავლეთის და სამხრეთის კედლებში. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თაღოვანი ნიშებია. დარბაზის ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი გრძივი კედლების კრონშტეინებს ეყრდნობა. შენობის იატაკი მიწის ზედაპირზე დაბალია. სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები