ტირძნისის სამების ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:47, 29 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტირძნისის სამების ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტირძნისის განაპირას, ჩრდილო-აღმოსავლეთით. თარიღდება XI საუკუნით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (8,6X5,6 მ), ნაგებია რიყის ქვით. კუთხეები, სარკმლის საპირეები და ლავგარდანი თლილი ტუფის ქვისაა. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია, თითო სარკმელი დასავლეთ და სამხრეთ კედლებშია. ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი დასავლეთ კედლისა და გრძივი კედლების პილასტრებს ეყრდნობა. დასავლეთ ფასადის სარკმლის თავზე ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ფრონტონის წვერზე დგას ეკლესიის ქვაში გამოკვეთილი მაკეტი. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები