ტუია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
02:02, 23 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ტუია (ლათ. Thuja) – წიწვოვან მცენარეთა გვარი კვიპაროსისებრთა ოჯახისა. სიმაღლე 20-60 მ. აქვს ბრტყელი ყლორტები, ქერქლისებრი მოპირისპირედ განლაგებული წიწვები, პატარა და მოგრძო გირჩა. გვარი შეიცავს ხუთ სახეობას, რომლებიც ბუნებრივად არის გავრცელებული ჩრდილოეთ ამერიკასა და აღმოსავლეთ აზიის სუბტროპიკული ზომიერი ჰავის სარტყლებში. საქართველოში მის ინტროდუცირებულ სამ სახეობას იყენებენ მწვანე მშენებლობაში. შესანიშნავი დეკორატიული ხეა. მერქანი რბილია, მაგრამ გამძლე. ტუია ამზადებენ ბოძებსა და შპალებს, ხმარობენ ქაღალდის მრეწველობაში.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები