უთრუთაშვილი ჯუმბერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:26, 14 აპრილი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯუმბერ უთრუთაშვილი

უთრუთაშვილი ჯუმბერ – (1938), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ არბოშიკში (დედოფლისწყარო). გამოცემული აქვს ოთხი პოეტური კრებული. მისი ლექსები შეტანილია ქართული პოეზიის ანთოლოგიაში, კახეთის პოეტთა კრებულში – „ირმების გადასახედი“. ქართულ მწერლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მინიჭებული აქვს ქართული კულტურის ამაგდარის წოდება. არის დამფუძნებელი კახეთის რეგიონის დედოფლისწყაროს მწერალთა ასოციაციისა, რომელსაც ხელმძღვანელობდა თხუთმეტზე მეტი წლის განმავლობაში.


ფიროსმანს
ამქვეყნად მოხველ ძალიან ცუდ დროს,
ვერავინ მიხვდა შენს სულს და სურვილს,
ცოცხალს არ გქონდა ქოხიც კი მყუდრო,
მკვდარმა დაი პყარ პარიზი , ლუვრი.
გლეხკაცი იყავ ჯიშით და გენით,
გლეხური დაგყვა სიალალმართლე,
ბევრჯერ დაგგესლეს შურიან ენით,
ყურს არ უგდებდი სულით წარმართებს,
ვერ გიქარვებდა დარდებს არაყი,
დაუძმობილდი სარდაფს და დუქნებს,
ეჰ, რა იცოდი, ფუნჯის ბარაქით
ხელს რომ უწყობდი ჯიბესქელ მსუქნებს.
გვიან გავიგეთ შენი დიდება,
შუბლი ცოცხალ კაცს ვერ დაგიდაფნეს,
შენი სული თუ ცაში ბრწყინდება,
ძვლები, ვინ იცის, სად, როდის დაფლეს.
არა გწყალობდა კეთილ კაცს ბედი,
კიბის ქვეშ ჰპოვე თავშესაფარი,
არ მოუხარე ცხოვრებას ქედი,
ღვთის მადლით გქონდა ფუნჯი გამთბარი.
ვაგლახ, ამაყი და დარდიმანდი,
ბრიყვებს ეგონათ, სმით დაგლახავდი,
„ჭიქა არყისთვის“ კი არ ხატავდი,
შენ ნახატებით სიკვდილსა კლავდი.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები