ურაველი (კურორტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:34, 27 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ურაველი – კურორტი ახალციხის მუნიციპალიტეტში, ერუშეთის ქედის კალთაზე, მდინარე ურავლის ხეობაში, ზღვის დონიდან 1200 მ სიმაღლეზე. მიდამოები შემოსილია წიწვიანი ტყეებით (ნაძვი, სოჭი). ზამთარი ზომიერად რბილი (იანვრის საშუალო ტემპერატურა – -40C) და მცირეთოვლიანია, ზაფხული – ზომიერად თბილი და ზომიერად მშრალი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა – +170 C). ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობაა 520 მმ. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია – მინერალური წყაროები – ურაველი.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები