უსაფრთხოების და თავდაცვის ევროპული შემადგენელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:01, 20 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უსაფრთხოების და თავდაცვის ევროპული შემადგენელი - ნატოში მიღებული კონცეფცია, რომელიც ასახავს ევროპელი მოკავშირეების სწრაფვას საკუთარ თავზე აიღონ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში, ასევე ევროატლანტიკურ რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. ამ გზით იგი უზრუნველყოფს მოკავშირეების უსაფრთხოებას და მოიცავს იმ შეთანხმებებს და მექანიზმებს, რომლებიც:

  1. საშუალებას აძლევს ყველა ევროპელ მოკავშირეს შეიტანოს თანამიმდევრული და ეფექტური წვლილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საქმიანობაში;
  2. განამტკიცებს ტრანსატლანტიკურ პარტნიორობას;
  3. ეხმარება ევროპელ მოკავშირეებს აუცილებლობის შემთხვევაში იმოქმედონ დამოუკიდებლად, ნატოს მზადყოფნიდან გამომდინარე კონსენსუსის პრინციპით ერთჯერად საფუძველზე ევროპული ხელმძღვანელობით ოპერაციების ჩასატარებლად გამოყოს თავისი ძალები, საშუალებები და რესურსები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები