ფარავნის აგრომეტეოროლოგიური ექსპერიმენტული ბაზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:01, 16 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფარავნის აგრომეტეოროლოგიური ექსპერიმენტული ბაზა – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მაღალმთიანი ფარავნის აგრომეტეოროლოგიური ექსპერიმენტალური ბაზა – მდებარეობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბის მახლობლად), ზღვის დონიდან 2200 მ სიმაღლეზე. შეიქმნა 1965 წელს და შედიოდა ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შემადგენლობაში. მთავარი მიზანი იყო მაღალმთის აგროკლიმატური პირობების გავლენის შესწავლა სხვადასხვა სახის (40-მდე) პერსპექტიული აგროკულტურების (ბოსტნეული, სურნელოვან-არომატული, მეცხოველეობის საკვები ძირხვენები, მრავალწლიანი კენკროვანები) ზრდა-განვითარებაზე, მათ მოსავალსა და ხარისხზე. აღნიშნული გამოკვლევების საფუძველზე მაღალმთიანი ზონებისათვის (ზღვის დონიდან 1500-2200 მ) შერჩეულია ისეთი სახეობის პერსპექტიული კულტურები, რომლებიც საკმაოდ კარგად ვითარდება მოცემულ პირობებში და იძლევა უხვ და ხარისხიან მოსავალს. მაგალითად, სუფრის ჭარხალი, სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო, შავი, თეთრი და თვის ბოლოკი, რომელთა მოსავალი სათანადო აგროტექნიკის ფონზე იძლევა 150-500 ც/ჰა-სა და მეტს, უცხო სუნელი და ქონდარი (ნედლი სახით), ქინძი, ცერეცო, ოხრახუში, ნიახური, ნიორი, ხახვი და სხვა – 50-120 ც/ჰა-სა და მეტს. მეცხოველეობის საკვები ძირხვენები („კუუზიკუ”, „ესკო”) – 800-1000 ც/ჰა-ს, კენკროვანი კულტურები (შავი მოცხარი, ქაცვი და სხვ.) – 30-50 ც/ჰა-ს.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები