ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარიუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:06, 14 იანვარი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარიუმი - (securities depositary, [<ფრანგ. depositare-დეპოზიტორი, შემნახველი), ორგანიზაცია, რომელიც ინახავს ფასიან ქაღალდებს კლიენტის დავალებით და ახდენს მათი უფლების რეალიზაციას ამ ქაღალდებით. დეპოზიტარიუმს, გარდა ფიზიკური ფორმით (რომელიც მიმოიქცევა ბაზარზე სერტიფიკატის სახით) გამოშვებული ფასიანი ქაღალდებისა, შეუძლია ემიტენტთან სპეციალური შეთანხმებით რეგისტრაციაში გაატაროს ის ფასიანი ქაღალდებიც, რომლებიც მათი გამოშვების პირობების მიხედვით არ ფორმდება, ანუ ისეთები, რომლებზეც საკუთრების უფლება დადასტურებულია სპეციალურ რეესტრში. ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარიუმი კლიენტს უხსნის სპეციალურ ანგარიშს, რომელშიც ფიქსირებულია მისი კუთვნილი ფასიანი ქაღალდები, ხოლო კლიენტი იღებს ანგარიშის ამონაწერს. ეს უკანასკნელი მხოლოდ ადასტურებს კლიენტის ფასიანი ქაღალდების შენახვისა და აღრიცხვის ფაქტს ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარიუმში, მაგრამ თვით ფასიანი ქაღალდები არ არსებობს, არ მიმოიქცევა ბაზარზე. გარდა ამ ფუნქციებისა, ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარიუმი ახორციელებს საინკასო ოპერაციებს ემიტენტებთან და ფასიანი ქაღალდების მფლობელებს შორის ანაწილებს პროცენტების, დივიდენდების, გასანაღდებელი ობლიგაციების და ა.შ. თანხას (ფასიანი ქაღალდების „მომსახურების“ ფუნქცია). იგი ახდენს ერთი კლიენტისაგან მეორისათვის ფასიანი ქაღალდების გადაცემის ფაქტის რეგისტრაციას, შესაბამისად ჩამოწერს მათ ერთი ანგარიშიდან და ჩარიცხავს მეორეზე. ასეთი სახის ანგარიშსწორებისას ფასიანი ქაღალდების სერტიფიკატების ფიზიკური მოძრაობა ქაღალდების დეპოზიტარიუმის ფარგლებში არ ხდება. აღნიშნულ ორგანიზაციას შეუძლია თავის თავზე აიღოს იმ ტექნიკური ფუნქციებისა და პროცედურების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლისგან განთავისუფლებაც დიდად უმსუბუქებს დატვირთვას ინვესტორებსა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის პროფესიონალებს. მომსახურების ეს სახეობა დიდად გავრცელებულია განვითარებულ ქვეყნებში, რის გამოც ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი ნაწილი ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარიუმშია „ჩაწოლილი“. ამ პროცესმა საზღვარგარეთ „მობილიზაციის“ სახელწოდება მიიღო.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები