ფიბროლითი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:16, 23 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფიბროლითი (ლათ. fibra ბოჭკო და ბერძ. lithos ქვა) – საშენი მასალა, რომელიც შედგება მერქნის წვრილი ნარჩენების, ქიმიური დანამატებისა და მაგნეზიური შემკვრელისაგან. ხასიათდება კარგი თბოსაიზოლაციო თვისებებით, ადვილად მუშავდება, ჭედვადია, ბიო- და ცეცხლმედეგია. გამოიყენება ისევე, როგორც არბოლიტი.