ფოლადის პერიოდული პროფილის არმატურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:28, 4 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფოლადის პერიოდული პროფილის არმატურა – ღეროები, რომელთა ზედაპირზე, ბეტონთან შეჭიდულობის გაუმჯობესების მიზნით, ღეროს გრძივი ღერძის მიმართ გარკვეული კუთხით, თანაბარი ბიჯით, განთავსებულია დაღარული განივი ნაშვერები. მას აქვს წრიული პროფილი ორი გრძივი წიბოთი და განივი ნაშვერებით, რომლებიც მიემართება სამსვლიანი ხრახნული ხაზით. მექანიკური მახასიათებლების მიხედვით ფოლადის პერიოდული პროფილის არმატურა იყოფა კლასებად და მარკებად (მაგ., რუსული – A-II (A300), A-III (A400), A-IV (A600), A-V (A800), A-VI (A1000).