ფოქსტროტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:56, 30 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფოქსტროტი – (ინგლ. foxtrot), სამეჯლისო ცეკვა, რომელიც წარმოიშვა აშშ-ში (1912) და ფართოდ გავრცელდა ევროპაში. საფუძვლად დაედო „ტუ-სტეპის“ მოძრაობა. ზომა 4/4. მუსიკის სინკოპირებული რიტმის ფონზე მოცეკვავენი აკეთებენ თანაბარი მოძრაობის („მელიის ნაბიჯები“) ვარირებას. განასხვავებენ სწრაფ („კვიკ-ფოქსტროტი“) და ნელ „სლოუ-ფოქსტროტი“ ფოქსტროტს. ფოქსტროტი ადრინდელი პერიოდის ჯაზური მუსიკის ერთ-ერთი დამახასიათებელი ფორმაა.