ფრანგული (ხმალი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:55, 29 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფრანგული - ფეოდალურ საქართველოში, ძირითადად ხევსურეთში, გავრცელებული ხმლის სახე, სწორი და ცალფხიანი ხმალი, ხშირად ლათინური წარწერებით. ასეთი ხმლის პირები გვიანდელ შუა საუკუნეებში შემოჰქონდათ დასავლეთ ევროპიდან („ფრანგის ქვეყნიდან“ – აქედანაა სახელწოდება), ხოლო ვადასა და ქარქაშს ადგილობრივ ამზადებდნენ.
ტერმინი „ფრანგული“ პოპულარული იყო ქართულ ხალხურ პოეზიასა და ლიტერატურაში.