ქაფალუმინი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:51, 5 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ქაფალუმინი – ალუმინი ან ალუმინის შენადნობები, გაჯერებული წყალბადით უჯრედოვანი (ფოროვანი) სტრუქტურის მისაღებად. სიმკვრივე 230-750 კგ/მ3 (დამოკიდებულია აირული ბუშტულების რაოდენობაზე მოცულობის ერთეულში). ქაფალუმინი პერსპექტიული კონსტრუქციული მასალაა მშენებლობის, მანქანათმშენებლობის, გემთმშენებლობისა და ტექნიკის სხვა დარგებში.