ქვეყნის გული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:56, 17 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Qveynisguli.PNG

ქვეყნის გული (ლათ. Phallus impudicus L. Pers. რუს.Веселка обыкнавенная)

ნაყოფსხეული ნორჩობაში კვერცხისებრია, 5-6 სმ დიამეტრისა, დაფარულია ორი გარსით – გარეთა გარსი თეთრია, შიგნითა კი მომწვანოა და ლორწოვანი სოკოს მომწიფებისას გარსები სკდება; და იქიდან ამოიზრდება 20 სმ-მდე სიმაღლისა და 2-4 სმ სისქისჯჯ თეთრი ან მოყვითალო ცილინდრული ფეხი, რომელიც ფაშარი აგებულებისაა და წვერში ქუდისებურად არის გაგანიერებული; ქუდისებური წარმონაქმნი უჯრედოვანი აგებულებისაა, დაფარულია მუქი მწვანე ლორწოთი და ახასიათებს მძორის ძლიერი სუნი. ფეხი ძირში ჩამჯდარია თავისუფალ ან ნახევრად თავისუფალ პარკისებრ წარმონაქმნში – ვოლვაში.

სპორები – წაგრძელებულ-ელიფსისებური. თითქმის უფერო (ღია მოყვითალო). 3,5-5X1,5-2 მკმ.

იზრდება ნიადაგზე ფოთლოვან, განსაკუთრებით წიფლნარ შერეულ ტყეში ზაფხულ-შემოდგომით.

კვერცხისებრ სტადიაში სოკო საჭმელად გამოიყენება. შეწვის წინ ტყავისებური გარსი უნდა შემოვაცალოთ. ამ სოკოს ლორწოვან გარსს („მინის ზეთი“) ხალხურ მედიცინაში ნიკრისის ქარისა და: რევმატიზმების სამკურნალოდ იყენებენ, ხოლო ქვეყნის გულის „კვერცხის სტადიის“ სპირტიანი ნაყენი საჭმლის მომნელებელი, სისტემის დაავადებათა წინააღმდეგ იხმარება. მესხეთ-ჯავახეთსა და, კახეთში მას „სადმამგლიჯეს“ უწოდებენ, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ ადგილას კი „მუცელგვრემიას“ სახელით იცნობენ.

P.S. ქვეყნის გულმა უჩვეულო გარეგნობითა და ზრდასრული სოკოს ცუდი სუნის გამო, ოდითგანვე მიიქცია ადამიანის ყურადღება. ძველი რომაელები მას ნაყოფიერების ქალღმერთს ცერერას უძღვნიდნენ. შუა საუკუნეებში მისგან ამზადებდნენ ე.წ. სასიყვარულო სასმელებს. სახელწოდება „Phallos“ (ფალოსი) აღნიშნავს მამაკაცის სასქესო ორგანოს, როგორც ბუნების მწარმოებლური ძალის სიმბოლოს გამოსახულებას. მას თაყვანს სცემდნენ ძველი ხალხები („ფალოსის კულტი“).


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები