ქვიშოვანი გრუნტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:31, 15 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ქვიშოვანი გრუნტი − ფხვიერი გრუნტი შედგენილი ბურთულოვანი წვრილი ნაწილაკებისგან ზომით 0,1 მმ-ზე მეტი (2 მმ-ზე ნაკლები ზომის ნაწილაკების წილობრივი რაოდენობა შეადგენს 50%-ზე მეტს). ფორიანობა 0,2-0,5 (გაცილებით ნაკლები ვიდრე თიხოვანი გრუნტების), მშრალ მდგომარეობაში არ ახასიათებს პლასტიკურობა, წყალგამტარია, გარკვეული სიჩქარის წყლის მოდინება იწვევს მის გამორეცხვას, სწრაფად მჭიდროვდება, მზიდუნარიანობა შეადგენს 1-დან 6 კგ/სმ2-მდე და დამოკიდებულია ტენიანობაზე და შემჭიდროების ხარისხზე – რაც ნაკლებია ტენიანობა და მეტია შემჭიდროების ხარისხი, მით მეტია მისი მზიდუნარიანობა. საძირკვლების მოსაწყობად უმჯობესია მსხვილმარცვლოვანი ქვიშოვანი გრუნტის გამოყენება.