ქიწნისის სამების ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:14, 29 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქიწნისის სამების ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში,შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქიწნისის ცენტრში.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (9,2 X 5,9 მ), ნაგებია რიყის ქვით და აგურით, კუთხეები, სარკმლის საპირები და სამსაფეხურიანი ლავგარდანი აგურისაა. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიულ აფსიდში სამი თაღოვანი სარკმელია, თითო ასეთივე სარკმელი სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებშიცაა. დარბაზის გრძივი კედლების წყვილ პილასტრს ეყრდნობა კამარის საბჯენი თაღი. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის თავზე გამოსახულია დიდი ჩაღრმავებული ჯვარი. შენობა შიგნით და გარეთ შელესილია. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები