ქსოვილები პნევმატიკური კონსტრუქციებისათვის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:03, 10 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქსოვილები პნევმატიკური კონსტრუქციებისათვის – რბილი ქსოვილები და დაარმირებული აფსკები, ერთფენიანი ფირები და თხელი ლითონის ფურცლები, რომლებიც გამოიყენება პნევმატიკური კონსტრუქციების დასამზადებლად. პრაქტიკული თვალსაზრისით მზიდ სამშენებლო ელემენტებში რეკომენდებულია მხოლოდ ქსოვილების გამოყენება. ქსოვილური მასალები მზადდება ბუნებრივი (ბამბა, სელი, ქერელი), ხელოვნური (ვისკოზა, მინაბოჭკო) და სინთეზური ბოჭკოებისაგან. ეს უკანასკნელი ყველაზე ფართოდ გამოიყენება ქსოვილებში და იყოფა შემდეგ ჯგუფებად: პოლიამიდური (კაპრონი, ნეილონი, დედერონი, პერლონი, სილონი, სტილონი); პოლიეთერული (ლავსანი, დაკრონი, გრიზუტენი, დიოლენი, ტრევირა, ტეტერონი, ტერილენი); პოლიაკრილნიტრინული (ნიტრონი, ორდონი, დრალონი); პოლივინილსპირტული (ვინოლი, ვინილონი). იმისათვის, რომ ქსოვილი გახდეს ჰაერ- და ტენგაუმტარი და, ამასთანავე, ნაქსოვი დაცული იქნას გარე ზემოქმედებისაგან, მიმართავენ მის დაფარვას სინთეზური კაუჩუკით ან პოლივინილქლორიდული ფისებით ცალ, ან ორივე მხრიდან. სამშენებლო ნორმების თანახმად (აშშ) პნევმოქსოვილების სიმტკიცის მარაგის კოეფიციენტი 4-ის ტოლია.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები