ღარი (მარნის)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:29, 2 მარტი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღარი - ხის გრძელი ნახევრადღია ღარები, რომლებიც გამოიყენებოდა მარნებში საწნახელიდან გადმოსული ღვინის პირდაპირ ქვევრში გადადინებისთვის. საუკეთესოა ცაცხვის ხის ღარი, რადგან ცაცხვი სუფთა ხეა და ღვინოს არ დაამიზეზებს. თუ ჭური საწნახელიდან მოშორებულია, ღარებს ერთმანეთს გადააბამდნენ. ამით იყო გამოწვეული, რომ ღარის თავი ბოლოსთან შედარებით უფრო განიერი იყო, რათა ერთმანეთში კარგად ჩამჯდარიყო.

ე.ნ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები