ღვარცოფსაშვები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:48, 13 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ღვარცოფსაშვები

ღვარცოფსაშვებიღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობათა ერთ-ერთი ტიპი; მიეკუთვნება ღვარცოფგამტარ ნაგებობათა ჯგუფს. ღვარცოფსაშვები თავის მხრივ, არის რკინაბეტონის ღარი და ღვარცოფული კალაპოტის გაგრძელება დასაცავი ხაზოვანი ობიექტის (რკინიგზის ან გზატკეცილის ვაკისი, არხი) ზემოდან; გამოიყენება ღვარცოფის მცირე ხარჯის გასატარებლად. ტრანზიტული მოძრაობის უზრუნველსაყოფად ღარის ქანობი უნდა იყოს თანაბარი ან აღემატებოდეს ბუნებრივი კალაპოტის ქანობს მისასვლელ უბანზე. ღარის სიგანე უნდა შეესაბამებოდეს ღვარცოფული ნაკადის საშუალო სიგანეს, ხოლო კედლების სიმაღლე უნდა აღემატებოდეს ნაკადის მაქსიმალურ სიღრმეს 20%-ით.





წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები