ყანის ია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:27, 23 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყანის ია

ყანის ია – (Viola arvensis Murray); ოჯახი: იისებრნი (Violaceae). ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლით 20 სმ-მდე. ღერო დატოტვილი, სუსტად შებუსული. ქვედა ფოთლები პატარა ზომისაა, ნიჩბისებური. ფოთლების ქვედა მხარე შებუსულია. ყუნწიანი შუა ფოთლები კვერცხისებურია ან ელიფსური. თანაყვავილები ფრთისებურად არის განკვეთილი. გვირგვინის ფურცლები მუქი მოყვითალოა ან თეთრი, სურნელოვანი. ყვ. ნაყ. IV-VII. მცენარე იზრდება დაბლობიდან მთის ზედა სარტყლამდე – ტყეებში, ბუჩქნარებს შორის, ბალახოვან ფერდობებზე, რუდერალურ ადგილებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია მთელ საქართველოში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები