შაბიამანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:12, 19 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შაბიამანი (სპილენძის სულფატი) – არაორგანული ნაერთი, გოგირდმჟავას (H2SO4) სპილენძის მარილი ფორმულით CuSO4. უვნებელი, გაუმჭვირი, ჰიგროსკოპული ნივთიერება.
სიმკვრივე – 2284 კგ/მ3;
სიმაგრე მოოსის სკალით – 2,5.
კარგად იხსნება წყალში და წარმოქმნის ლურჯი ფერის პენტაჰიდრატს CuSO4·5H2O (სპილენძის კუპოროსი).
მშენებლობაში გამოიყენება ლითონის ელემენტებში გაჟონვის, ჟანგის, ხოლო აგურის, ბეტონის ან მობათქაშებულ ზედაპირებზე მარილოვანი ლაქების მოსაცილებლად; მერქნის ლპობის საწინააღმდეგოდ, როგორც ანტისეპტიკი და ფუნგიციდი, აგრეთვე სადეზინფექციო საშუალებად, მცენარეების შესაწამლად, საღებავების წარმოებაში, მედიცინაში და სხვ. ტოქსიკურობის თვალსაზრისით მიეკუთვნება ნაკლებადსაშიშ ნივთიერებების კლასს. ინახება ჰერმეტულად დახურულ მინის ან პლასტმასის ჭურჭელში.