შავლეგო (ფერხული)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:19, 16 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შავლეგო – საფერხულო წყობა წრისშიგნითა პანტომიმიკური მოთამაშით. ფერხულის შიგნით დგას თავჩაღუნული და დაღონებული შავლეგო. მის გარშემო ფერხულს უვლიან და მღერიან. როდესაც ფერხული იტყვის „შავლეგ, მაღლა აიხედე, შენი ძმები მოდიანო“... გულხელდაკრეფილი შავლეგო მაღლა აიხედავს, გამხიარულდება და შეუერთდება დანარჩენებს.