შედუღება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:13, 19 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შედუღება – ლითონის კონსტრუქციული ელემენტების, მანქანის ნაწილების, ნაგებობების დაუშლელი შეერთების მიღების პროცესი ატომთშორისი კავშირების დამყარებით შესაერთებელ ნაწილებს შორის, რაც მიიღწევა მათი ადგილობრივი გახურებით, პლასტიკური დეფორმაციით ან ორივეს ერთდროული მოქმედებით. შედუღებით აერთებენ ლითონის, კერამიკულ, პლასტმასის, შუშის, ბიოლოგიური ტყავისა და სხვ. ერთგვაროვანი ან არაერთგვაროვანი მასალის დეტალებს. გამოყენებული ენერგიის სახისა და მეთოდის მიხედვით არსებობს შედუღების 60-ზე მეტი ხერხი.