შეიკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:57, 3 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შეიკი − (ინგლ.shake ძიგძიგი), თანამედროვე საერთაშორისო სამეჯლისო ცეკვა. „ბითლზ“-ის მსგავსი დასარტყამი ჯგუფების წარმოქმნამ და პოპულარული ფირფიტების გავრცელებამ ყველა მოცეკვავეს დააწყებინა „ძიგძიგი“, „კრუნჩხვა“ და „ბლიუზ-ბიტ“-ის ცეკვა, რომელმაც შემდეგ მიიღო „შეიკის“ სახელწოდება. ეს არის ცეკვა პანტომიმა, გადაცეკვება. ტემპი სხვადასხვაგვარია. მუსიკალური ზომა – 4/4.