შილდის ტბა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:12, 10 მაისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შილდის ტბა – ერთი უძირო ტბა ყოფილა კახეთში სოფელ შილდის მახლობლად, მაღლა გორაკზე კი ღვთისმშობლის ეკლესია და სამჭედლო იყო გამართული. ტბას დაპატრონებული ჰყოლია ერთი უშველებელი გველეშაპი, რომელიც ხალხს ახლოს არ უშვებდა. გველეშაპი ტბიდან ამოვიდოდა, გორაკიდან კი ღვთისმშობლის ხარი ჩადიოდა და ებრძოდა გველეშაპს. ერთხელ გველეშაპმა ხარს რქა მოტეხა, ხარმა მარიამ ღვთისმშობელს მიაშურა საშველად. მარიამმა სამჭედლოში ჯვარი გამოაჭედინა და ხარს რქაზე დაამაგრებინა. ჩავიდა ხარი ტბის ნაპირზე და შეებრძოლა გველეშაპს და სძლია ჯვარის ძალით. ამის შემდეგ სოფელმა ამოისუნთქა. ხალხმა შეძლო ტბასთან ახლოს მისვლა. მათ კალაპოტი გაუჭრეს წყალს და ასე ამოაშრეს ტბა.