ჩარდაში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:09, 1 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჩარდაში – (უნგ. csárdás), უნგრული ხალხური ცეკვა ორწილადი ზომით. წარმოადგენს ხალხურ ყაიდაზე გარდაქმნილ პალოტაშს. ასრულებენ წყვილები. ხასიათდება სინკოპირებული რიტმით. პირველი ნაწილი ნელია პათეტიკური „ლატმანი“, მეორე – სწრაფი, გრიგალისებური („ფრიშკა“).