ჩეჩილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:22, 16 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩეჩილი

ჩეჩილი – აჭარული ყველის სახეობა, დაპწნილი, დაგრეხილი ყველი, რომელიც სეფერატორში გამოწურული და ოდნავ შემჟავებული რძისაგან მზადდებოდა. იგი სახლეულის წევრთა ყოველდღიურ საკვებს წარმოადგენდა, ასევე, სასაჩუქროდ და სასტუმროდაც იყო განკუთვნილი. შემდგარი ყველი ქვაბიდან ციცხვით ამოყავდათ. ციცხვზე შემოხვეულ ყველს ხელით შეგრეხდნენ, დაწნავდნენ, ბრტყელ ფორმას მისცემდნენ და გვარდაში შეინახავდნენ. ქვემო ქართლში მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის რაიონებში ჩლეჩილი მოხდილი რძისაგან დამზადებული ყველის ადგილობრივ სახეობას წარმოადგენდა პიკანტური სურნელით და გემოთი.



ლიტერატურა

  • მგელაძე... ვ. შამილაძე, 1969;
  • სამსონია, 2005:44, 64-65;
  • ქართული ეთნოლოგიური... 2009:442.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები