ჩვეულებრივი ხურმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:10, 1 ოქტომბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჩვეულებრივი ხურმა - (Diospyros lotus L.); ოჯახი: აბანოზისებრნი (Ebenaceae). 25 მ-მდე სიმაღლის ხეებია, ფოთლები რიგ-რიგად არის განთავსებული, დიდი ზომისაა, მოკლეყუნწიანი, მოგრძო-კვერცხისებური ან ელიფსური, კიდემთლიანი, კიდეებზე წამწამებით, ფოთლის ფირფიტა ქვედა მხარეზე მოლეგო მწვანეა, მცირედ შებუსული. ყვავილები მოკლეყუნწიანია, მოყვითალო-წითელი ფერის, მარტოული ან ჯგუფად განლაგებული ფოთლის იღლიებში. ყვ. V; ნაყ. IX-X. კახეთში ეს მცენარე კახეთის კავკასიონის ტყის ზოლშია გავრცელებული, მთის ქვედა და შუა სარტყლების ტყეებში. სავარაუდოდ, გაველურებულია. მისი ნახვა შესაძლებელია საქართველოს თითქმის ყველა ხეობაში.