ჩიტიკვერცხა შავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:36, 19 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩიტიკვერცხა შავი – მესხური წითელყურძნიანი ვაზის ჯიში, საღვინე, წვრილმარცვლოვანი და მცირემოსავლიანი, რის გამოც ფართო გავრცელება ვერ ჰპოვა. ფოთოლი საშუალო ზომისაა: 10X12 სმ, მომრგვალო ან გულისებრი, ღია მწვანე ფერის: ზედაპირი სწორია, ქვედა მხარე შებუსულია ქეჩისებრად. მტევანი მცირე ზომისაა და უფორმო: 12X8 სმ, საშუალო წონა – 60 გრ, ზოგიერთი – 100 გრ. მარცვალი მცირე ზომისაა: 1,2-0.8 სმ, მომრგვალო, მუქი შავი ფერის, სქელკანიანი და კნატუნა. ყურძნის წვენში შაქრიაობაა 16.5 %, მჟავიანობა – 10 გრ/ლ. სოკოვანი დაავადებების მიმართ მგრძნობიარეა, გვალვა- და ყინვაგამძლეა.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები