ჩოლოყაშვილი ქაიხოსრო (პოეტი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:27, 8 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჩოლოყაშვილი ქაიხოსრო, (ომანიშვილ-ჩოლოყაშვილი) (?-1613) პოეტი, „ვეფხისტყაოსნის“ გაგრძელების — „ომანიანის“ ავტორი. მისი ლიტერატურული მოღვაწეობის შესახებ ცნობა შემოუნახავს არჩილს: „ქაიხოსრომან შიგ-ჩართვით ლექსად თქვა ომანიანი“. „ომანიანის“ პროლოგიდან ჩანს, რომ ქაიხოსრო ყოფილა შაჰ-აბასის თანამედროვე. კ. კეკელიძე შაჰ-აბასის თანამედროვე ოთხ ქაიხოსროს ასახელებს და „ომანიანის“ ავტორად მიიჩნევს ქაიხოსრო ჩოლოყაშვილს, ნიკიფორე ჩოლოყაშვილის ძმას. არსებობს სხვა თვალსაზრისიც, რომლის თანახმადაც „ომანიანის“ ავტორია ქაიხოსრო მუხრანბატონი (ზ. ჭიჭინაძე, ე. თაყაიშვილი, გ. ჯაკობია).