ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:56, 24 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება - 1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად შეიქმნა ალიანსი (ნატო), რომელიც მიზნად ისახავს გაეროს წესდების 51-ე მუხლით განსაზღვრული კოლექტიური თავდაცვის განხორციელებას. ხელშეკრულება არის უვადო და აერთიანებს ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის 28 ქვეყანას. ხელის მოწერის დადასტურებით წევრი ქვეყნები მიისწრაფიან ჩრდილოატლანტიკურ რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობისკენ, აგრეთვე დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე ხალხთა თავისუფალი განვითარებისკენ. ასევე იწოდება „ვაშინგტონის ხელშეკრულებად“. ხელშეკრულების მიხედვით, ნატოს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს წევრი ქვეყნების დაცვა გარეშე აგრესიისგან. ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება ყველა წევრზე თავდასხმად, რაც ვაშინგტონის ხელშეკრულების V მუხლით არის გათვალისწინებული.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები