ცემენტის დაფქვის სიწმინდე
ცემენტის დაფქვის სიწმინდე
1. ცემენტის დისპერსიულობის მაჩვენებელი, რომელიც გამოიხატება ერთ ან რამდენიმე საკონტროლო საცერზე ნარჩენი მასით ან კუთრი ზედაპირის სიდიდით;
2. იმ მნიშვნელოვან ფაქტორთა შორისაა, რომელიც მოქმედებს ცემენტის შეკვრის ვადასა და სიმტკიცეზე. ცემენტი რაც უფრო წმინდადაა დაფქული, მით მეტია მისი სიმტკიცე და უფრო სწრაფად მაგრდება. ერთი და იმავე კლინკერისაგან დაფქვის სიწმინდის მიხედვით შეიძლება მივიღოთ სხვადასხვა მარკის (სიმტკიცის) ცემენტი. დაფქვის სიწმინდე განისაზღვრება ცემენტის გაცრით №008 საცერში (ნახვრეტის ზომა 0,08 მმ; ნახვრეტების რაოდენობა – 4900 ნახვრეტი/სმ2), ნარჩენი არ უნდა აღემატებოდეს 15%. დაფქვის სიწმინდე უფრო ზუსტად ხასიათდება ხვედრითი ზედაპირით, ე.ი. 1 გრამ ცემენტში შემავალი მარცვლების ზედაპირების ჯამით. ჩვეულებრივი ცემენტისათვის იგი უტოლდება 2500-3000 სმ2/გ, ხოლო მაღალი სიმტკიცის ცემენტისათვის – 3500-5000 სმ2/გ. დაფქვის სიწმინდის ყოველი მატება 1000 სმ2/გ-ით იწვევს ცემენტის აქტიურობის (მარკის) ზრდას დაახლოებით 20-25%-ით ანუ 1 საფეხურით. ცემენტის მარცვლის საშუალო სიმსხოა 15-20 მკმ.