ცემენტის ქვის კოროზია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:49, 31 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცემენტის ქვის კოროზიაცემენტის ქვის დაშლა ნაწილებად ჰაერის ან თხევადი გარემოს ზემოქმედებით. არჩევენ ცემენტის ფიზიკურ და ქიმიურ კოროზიას. ფიზიკური კოროზიაა ცემენტის ქვაში შემავალი მინერალების ჩამდინარი წყლით გამორეცხვა. ყველაზე ადვილად იხსნება Ca(OH)2. პროცესის შედეგად ცემენტის ქვაში ჩნდება ფორები და ის კარგავს სიმტკიცეს. ქიმიური კოროზია ხდება ცემენტის ზოგიერთ მინერალსა და გარემოში მყოფ მჟავასა და წყალში შემავალ მარილებს შორის ურთიერთქმედების ან გაცვლის რეაქციის შედეგად. ახალი შედგენილობა ან იოლად იხსნება წყალში ან გამოიყოფა ამორფული სახით ან იმატებს მოცულობაში და იწვევს ცემენტის ქვის დასკდომას. განსაკუთრებით ეს ეხება სამკალციუმიან ალუმინატს და კალციუმის ჰიდროჟანგს. კოროზიისაგან დაცვის საშუალებებია: მკვრივი ბეტონის დამზადება, წყალშეუღწევადი მასალით დაფარვა, სპეციალური ცემენტების გამოყენება და სხვ. აქტიური მინერალური დანამატები ზრდის ცემენტის მედეგობას.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები