ცენტრალური სახელმწიფოები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:14, 21 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცენტრალური სახელმწიფოები (გერმანული – Mittelmachte) – თავდაპირველად გერმანიის, ავსტრია-უნგრეთისა და იტალიის საერთო სახელწოდება, რომლებმაც 1882 წელს ჩამოაყალიბეს სამთა კავშირი. 1883 წელს ალიანსს შეუერთდა რუმინეთი, მაგრამ I მსოფლიო ომის დაწყებისას იტალია და რუმინეთი გერმანიასა და ავსტრია-უნგრეთთან ერთად ბრძოლაში არ ჩაბმულან, შემდეგ კი ყოფილი მოკავშირეების წინააღმდეგ გამოვიდნენ. სამაგიეროდ გერმანულ ბლოკს შეუერთდნენ ოსმალეთის იმპერია (1914) და ბულგარეთი (1915). საბოლოოდ სახელწოდება ცენტრალური სახელმწიფოები ამ ოთხ ქვეყანას შერჩა, რომლებიც ებრძოდნენ ანტანტის სახელმწიფოებს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები