ცხავის ბადე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:55, 13 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ცხავის ბადე, (მგრგვინავი) − (რუს. грохотная сетка) – სამშენებლო ბადის სახეობა, რომელიც დამზადებულია ურთიერთგადახლართული მსხვილი არმატურის ღეროებისაგან. გამოიყენება ვიბროსაცრებში, ქვასამსხვრევებში, შავი და ფერადი მადნების დასახარისხებლად, შენობა-ნაგებობათა ფასადებზე წინაფრების მოსაწყობად ტროტუარებზე ხალხის უსაფრთხოებისათვის, შემომზღუდავი კონსტრუქციებისა და ღობეების მოსაწყობად და სხვ.