ცხავი (დანადგარი)
ცხავი – ცალკეული დანადგარი, მანქანა ან აპარატი, შემდგარი ერთი ან რამდენიმე ვიბრაციული საცრისგან (ბადე), ნაყარი მასალის დასახარისხებლად ნაჭრების ზომების ან ნაწილაკების ფრაქციის მიხედვით (ღორღი, ქვანახშირი, მადანი), ან მასალების გაუწყლოებისათვის (გამდიდრებული ქვანახშირი, გარეცხილი მადანი).
ცხავის სახეებია: ვიბრაციული, დოლური, მოქანავე, ბრტყელი, რკალური, მრგვალი, ჰორიზონტალური, დახრილი, ჰიდრავლიკური, მბრუნავი, უძრავი, ნაწილობრივ მოძრავი, წრი-ული რხევებით, სწორხაზოვანი რხევებით, რთული რხევებით და სხვ.
სარჩევი |
ვიბრაციული ცხავი
ცხავი ვიბრაციული ამძრავითა და ბრტყელი ჰორიზონტალური ან დახრილი საცრით , რხევების მაღა-ლი სიხშირითა და მცირე ამპლიტუდით. გამოიყენება სამშენებლო საქმესა და სამთომადნო მრეწველობაში ნაყარი მასალის დასახარისხებლად გაცრის გზით. არსებობს ინერციული, ელექტრომაგნიტური და ექსცენტრიკული.
დოლური ცხავი
ცხავი, ცილინდრული, კონუსური ან პრიზმული საცრით, რომელსაც მიეწოდება დასახარისხებელი მასალა. გამოიყენება მყარი კომუნალური ნარჩენების ნაკადიდან ორგანული მასალებისა და წვრილი ფრაქციის განსაცალკავებლად. საცერის შიგნით მასალის მოძრაობა ხორციელდება შნეკური პრინციპით.
ინერციული ცხავი
ცხავი, რომელშიც მასალის გაცრა მიმდინარეობს გაუწონასწორებელ ბორბლიანი (შკივიანი) საცრის ვიბრაციით. სხვა ტიპის ცხავებისგან გამოირჩევა დიდი წარმადობით (დაახლოებით 150 ტ/სთ).
მოქანავე ცხავი
დახურული ტიპის ფხვიერი მასალის გასაცრელი აპარატი, რომლის მთლიანი კორპუსი განიცდის რხევას ჰორიზონტალურ სიბრტყეში დაბალი სიხშირით. გამოიყენება ისეთ წარმოებებში, სადაც საჭიროა გამოყოფილი მტვრის მინიმალიზაცია და ნედლეულის ზუსტი ფრაქციული დაყოფა.