ძალთა ველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:24, 27 ნოემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძალთა ველი – ეწოდება სივრცის ნაწილს, რომლის ყოველ წერტილზე მოქმედებს გარკვეული Masa003.png (X,Y,Z) ძალა, რომელიც ამ წერტილის მდებარეობის ფუნქციაა, ე. ი. სიდიდით და მიმართულებით ცალსახად არის განსაზღვრული დროის ყოველ მომენტში. ეს ნიშნავს, რომ ძალთა ველში ცნობილი უნდა იყოს ერთი ვექტორული Masa003.png ფუნქცია, რომელიც დამოკიდებულია წერტილის Matem005.png რადიუს-ვექტორზე და t დროზე: Masa003.png=Masa003.png (Matem005.png,t); ან ცნობილი უნდა იყოს სამი სკალარული ფუნქცია – Masa003.png ძალის გეგმილები: Fx = Fx (x,y,z,t), Fy = Fy (x,y,z,t), Fz = Fz (x,y,z,t), სადაც x, y, z – წერტილის კოორდინატებია.

თუ Masa003.png ძალა t დროზე ცხადად არ არის დამოკიდებული, მაშინ ძალთა ველს ეწოდება სტაციონარული, თუ t დროზე ცხადად არის დამოკიდებული – არასტაციონარული.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები