ძველი აღთქმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:25, 26 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Nomanadze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძველი აღთქმა - არსებობს ძველი და ახალი აღთქმა. აღთქმა ნიშნავს რაღაცის დაპირებას. ძველი აღთქმა არის ღმერთის დაპირება თავისი გამორჩეული ერის - ებრაელების მიმართ. პირველი აღთქმა მისცა მოსესა და იაკობს, ხოლო შემდეგ მთელ ებრაელ ხალხსაც: თუ ისინი შეასრულებდნენ სჯულის კანონს და იქნებოდნენ ღმერთის მორჩილნი და ერთგულნი, არ მოაკლდებოდათ ღმერთის წყალობა არც ამ ქვეყანაზე, არც საიქიოში და ჯილდოდ დაპირდა ზეციურ სასუფეველს. ძველი აღთქმა ჩაწერილია მოსეს ხუთწიგნეულში. ახალი აღთქმა არის დარიგება ქრისტესი, პირველ რიგში, თავისი მოციქულებისა და მოწაფეებისადმი, შემდეგ კი ყველა ქრისტიანი ადამიანისათვის. იგი წერილობით მოვიდა ჩვენამდე ოთხი წმინდა მახარებლის: მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს მიერ შედგენილი ოთხი კანონიკური სახარების, მოციქულთა საქმის, წმ. პავლეს, წმ. იოანეს, წმ. პეტრეს ეპისტოლეებითა და წმ. იოანე მახარებლის აპოკალიფსის სახით.



წყარო

ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები