წამყვანი ქვეყანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წამყვანი ქვეყანა – ქვეყანა, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ჯარების გაშლაზე, ტრანსპორტირებაზე, ხანგრძლივ მოქმედებაზე (მარაგის შევსება), გადაჯგუფების დაგეგმვასა და მართვაზე, ასევე – საერთაშორისო მრავალეროვნული საშტაბო ჯგუფების და/ან ნაწილების და ქვედანაყოფების სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფაზე. აგრეთვე ქვეყანა, რომელიც ამოცანების და მოვალეობის შესრულებისას საკუთარ თავზე იღებს მიმღები ქვეყნის წამყვან როლს ან ქვეყანა, რომელიც პასუხისმგებელია გადაზიდვების და ტრანსპორტირების ამოცანების შესრულებაზე.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017