წამწე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:25, 1 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წამწე

წამწე − (ლათ. firme მაგარი, მტკიცე), ღეროების სისტემა, რომლებიც ბოლოებში შეერთებულია სახსრებით და წარმოადგენს ერთ მთლიან ხისტ (მტკიცე) კონსტრუქციას. წამწე არის შენობის, ხიდის მალის ნაშენის, ჰიდროტექნიკური ნაგებობისა და სხვათა გადახურვის ღეროვანი მზიდი კონსტრუქცია, რომელსაც ამზადებენ ლითონის, რკინაბეტონის, ხის, პლასტმასისა და კომბინირებული მასალისაგან.

წამწის საანგარიშო სქემაში კვანძებში ღეროების შეერთება პირობით მიღებულია სახსრიან შეერთებად, დატვირთვა კი – კვანძებში მოდებულად. ამიტომ გაანგარიშებისას თვლიან, რომ წამწის ღეროებში წარმოიქმნება მხოლოდ გრძივი (გამჭიმი ან მკუმშავი) ძალები.

არსებობს წამწის სახეები: ამწის, ბელგიური, ბოლმანის, ბრტყელი, გაუჭრელი, ვანტური, ვერენ-დელის, ზედასვლიანი, თაღოვანი, ირიბანული, დაკი-დებული, კონსოლურ-თაღოვანი, კომბინირებული, კონსოლური, კონსოლურ-კოჭოვანი, კოჭური, ლითო-ნის, ლინზისმაგვარი, მთავარი, მრავალირიბნებიანი, მსუბუქი, მძიმე, ნახევრადირიბანული, ნივნივური, ნივნივქვეშა, პოლიმერის, პრატის, პოლი-გონური, რკინაბეტონის, საბრუნი, სამკუთხა, საყრდენი, სახსრიანი, სეგმენტური, სივრცული, ტრაპეციული, ფინკის, უგანმბჯენო, უირიბნო, უორენის, უჭრი, ქვედასვლიანი, შენადუღი, შპრენგელური, შუასავალიანი, წინასწარ დაძაბული, ხე-ლითონის, ხისა და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები