წარმოება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:48, 1 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წარმოება – მატერიალური ფასეულობების შექმნის პროცესი, რომელიც წარმოადგენს ადამიანის ცხოვრების ბუნებრივ პირობას და საფუძველს. წარმოებას აქვს ორი მხარე: საწარმოო ძალები და საწარმოო ურთიერთობები. ისინი ქმნის წარმოების ხერხებს, მეთოდებს, რაც აისახება ამ საზოგადოების ხასიათზე.

წარმოების მრავალი სახე არსებობს: მანქანური, ინდივიდუალური, სერიული, მსხვილ-სერიული, მასიური, ნაკადური, ნახევრადქარხნული, წვრილ-სერიული. ამასთან, ცნობილია წარმოების სახეები: აბრეშუმის, აგურის, ავტომობილების, ალუმინის, არმატურის, ბეტონის, ბლოკების, ბრძმედის, ელექტროფოლადსადნობი, თუჯის, კაპროლაქტამის, კომპოზიტური მასალების, კოქსქიმიური, კრამიტის, ლითონნაკეთობების, მარმარილოს, მარტენის, მეტალურგიული, მილების, მილსაგლინავი, მილსაჩამომსხმელო, მუყაოს, ნავთობის გადამა-მუშავებელი, პლასტმასის, რკინაბეტონის, სამთო, სამშენებლო კონსტრუქციების, საადიდვო, საგლინავი, საიუველირო, სამჭედლო, სამჭედლო-საშტამპავი, საფეიქრო, საშენი მასალების, საშტამპავი, ტყავის, უწყვეტი, ფანერის, ფოლადსადნობი, ქაღალდის, ქვანახშირის, ქვის, ქიმიური, ღვინის, შაქრის, ცემენტის, ხისა და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები